აღმოაჩინეთ Camex ახლა უკვე Wolt-ზე და მიიღეთ თქვენი ამანათი თქვენთვის სასურველ მისამართზე. Wolt-ის მიტანის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია 15კგ-მდე ამანათებისთვის, Camex-ის ფილიალებიდან თბილისსა და ბათუმში.
Camex-ის ამანათის მისაღებად:
- მოძებნეთ Camex Wolt-ზე: ჩაწერეთ Camex აპლიკაციის საძიებო ველში
- აირჩიეთ Camex-ის ის ფილიალი, რომელშიც ჩამოსულია თქვენი ამანათი (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, არასწორი ფილიალის შერჩევის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება გადახდილი თანხის ანაზღაურების გარეშე)
- ველში "მაღაზიისთვის კომენტარის დატოვება" მიუთითეთ თქვენი მონაცემები: ოთახის ნომერი, თრექინგ კოდი, სახელი და გვარი
- დაადასტურეთ ყველა ველი, განათავსეთ შეკვეთა და მიიღეთ თქვენი ამანათი რამდენიმე წუთში!
Wolt-ის მიტანის სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია:
- გადახდილი გქონდეთ ტრანსპორტირების საფასური
- თქვენი ნივთ(ებ)ი არ იყოს განსაბაჟებელი
- თქვენი სახელი და გვარი ემთხვეოდეს ამანათის მფლობელის სახელსა და გვარს
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით კამექსის ქოლ ცენტრს ნომერზე: (032) 2 444 888, ან Wolt-ის მხარდაჭერის სამსახურს