-
რისი ტრანსპორტირება არ შეიძლება თურქეთიდან ?
პროდუქცია, რომლის ტრანსპორტირება თურქეთიდან საქართველოში შეზღუდულია:
- ბიო არომატიზატორები.
- საღებავი.
- ალკოჰოლური სასმელები.
- საკვები პროდუქცია.
- ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია.
- პორნოგრაფიული სახის პროდუქცია.
- ცხოველები, მცენარეები, თევზები. ჩიტები, მღრღნელები და ა.შ.
- ტოქსიკური ნივთიერებები.
- ფსიქოტროპული საშუალებები
- ცეცხლსასროლი იარაღები,ნაწილები ან იარაღის აქსესუარები.
- თუთუნი,ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები,ან მათი თესლი.
- ცხოველების ფიტულები,ძვლები,ბეწვი,სპილოს ძვალი და ა.შ.
- რეალური ფული-მონეტები ან ბანკნოტები.
- სპრეი ან რაიმე სახის დატუმბული ბალონი
- დეოდორანტი, სპრეი
- ჟურნალები და კატალოგები.
- ელექტრო ბატარიები და აკუმულიატორები.
- ალკოჰოლი
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ აკრძალვებს ქვეყნების მიხედვით, ვინაიდან ამანათის უკან დაბრუნება ან გადამისამართება არის ფასიანი. დეტალებისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს.
-
რისი ტრანსპორტირება არ შეიძლება ინგლისიდან?
ავია კომპანიის განახლებული ინსტრუქციების თანახმად, ბრითანეთიდან დროებით იზღუდება გაბარიტული ამანათების ტრანსპორტირება. თუ თქვენი ამანათის რომელიმე ზომა (სიგრძე, სიგანე ან სიმაღლე) აღემატება 1 მეტრს, მისი ტრანსპორტირება არ განხორციელდება.
- ბიო არომატიზატორები.
- საღებავი.
- ალკოჰოლური სასმელები.
- საკვები პროდუქცია.
- ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია.
- პორნოგრაფიული სახის პროდუქცია.
- ცხოველები, მცენარეები, თევზები. ჩიტები, მღრღნელები და ა.შ.
- ტოქსიკური ნივთიერებები.
- ფსიქოტროპული საშუალებები
- ცეცხლსასროლი იარაღები,ნაწილები ან იარაღის აქსესუარები.
- თუთუნი,ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები,ან მათი თესლი.
- ცხოველების ფიტულები,ძვლები,ბეწვი,სპილოს ძვალი და ა.შ.
- რეალური ფული-მონეტები ან ბანკნოტები, საბანკო ბარათი
- სუნამო, დეოდორანტი, სპრეი
- ჟურნალები და კატალოგები.
- ელექტრო ბატარიები და აკუმულიატორები (მობილური ტელეფონები,ლეპტოპი,პლანშეტი და ა.შ.)
- ალკოჰოლი
- power bank
- wireless speaker
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ აკრძალვებს ქვეყნების მიხედვით, ვინაიდან ამანათის უკან დაბრუნება ან გადამისამართება არის ფასიანი. დეტალებისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს.
-
ექსკლუზიური შეთავაზება კამექსისგან
კამექსის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ შეკვეთა გააკეთონ იმ საიტებზე, რომლებიც არ აგზავნიან შეკვეთებს გადამზიდი კომპანიის მისამართზე. გთავაზობთ საიტების არასრულ ჩამონათვალს:
www.nike.com
www.converse.com
www.theoutnet.com
www.abercrombie.com
შეკვეთის გასაკეთებლად საჭიროა გადმოაგზავნოთ სასურველი ნივთის ბმული ელ-ფოსტაზე, ან შეავსოთ შეკვეთის ფორმა პირადი კაბინეტიდან.
order@camex.ge
თანხას ჩარიცხავთ ბანკში ინვოისის საფუძველზე.
100$-მდე საკომისიო შეადგენს თანხის 18%-ს, 100$-ის ზევით კი თანხის 16%-ს.
-
რისი ტრანსპორტირება არ შეიძლება ჩინეთიდან?
ჩინეთიდან აკრძალული ნივთების სია:
- ნებისმიერი სახის სითხე და სითხის შემცველი პროდუქცია.
- ფხვნილი და ფხვნილის შემცველი პროდუქცია.
- ცალკეული ელემენტები.
- ფეთქებადი, აალებადი, ტოქსიკური ნივთიერებები, სხვადასხვა საღებავები.
- საკვები პროდუქცია, საკვები დანამატები, მალფუჭებადი პროდუქცია.
- მცენარეები, მცენარეების თესლები, მიწა და ნერგები მიწით.
- ნებისმიერი სახის ნარკოტიკი და ნარკოტიკის შემცველი პროდუქცია, მცენარეები ან თესლები.
- ნებისმიერი სახის მედიკამენტები.
- პორნოგრაფიული სახის პროდუქცია.
- ცოცხალი ცხოველები, ფრინველები, თევზები, მღრღნელენი და ა.შ.
- ოქრო, ვერცხლი, რეალური ფული, მონეტები და ბანკნოტები.
- ცივი, ცეცხლსასროლი იარაღები და მათი ნაწილები, ასევე პნევმატური იარაღები.
- ნებისმიერი სახის დატუმბული ბალონი და ნებისმიერი ზომის, სახის ელექტრო შოკერი.
- მაგნიტი, მაგნიტის შემცველი პროდუქცია.
-
ხდება თუ არა ამანათის ზომაში შემცირება ამერიკის საწყობში?
შემსრულებელს უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ შეამციროს ამანათი ზომაში ან გადაფუთოს ამანათი. ამანათის ზომაში შემცირება/გადაფუთვა გულისხმობს ნივთების ყუთის დაპატარავებას მაქსიმალურად ან სხვა ყუთში გადადებას. ამასთან ზომაში შემცირება/გადაფუთვას არ ექვემდებარება ამანათი რომელშიც მოთავსებულია: ჭურჭელი, მინის (შუშის), ფაიფურის ნაწარმი, ტელევიზორი, მონიტორი. თუ, მომხმარებელს არ სურს ამანათის შემცირება/გადაფუთვა ან სურს ისეთი ამანათის შემცირება/გადაფუთვა, რომელიც წინამდებარე პუნქტის თანახმად არ ექვემდებარება შემცირება/გადაფუთვას, მომხმარებელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ ამანათის გამოწერამდე წინასწარ აცნობოს შემსრულებელს. ასეთ შემთხვევაში, ყოველი შემთხვევა განხილული იქნება ინდივიდუალურად, მიღებული გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება მხარეთა შეთახმებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ორივე მხარეს უფლება აქვს უარი თქვას კონკრეტული მომსახურების გაწევაზე.“
-
როგორ ვისარგებლოთ Delivo-ის სერვისით?
აღმოაჩინეთ Delivo თქვენს პირად კაბინეტში, მონიშნეთ სასურველი ფილიალი და მიიღეთ ამანათი თქვენს მიერ შერჩეულ სერვის ცენტრში.
Delivo-ის ფილიალებიდან სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია:
- ამანათი იყოს ჩამოსული;
- გადახდილი იყოს ამანათის ტრანსპორტირების საფასური;
- განსაბაჟებელი გზავნილის შემთხვევაში, დასრულებული იყოს საბაჟო პროცედურები და დეკლარაცია.
Camex არ აგებს პასუხს Delivo-ის ფილიალებიდან გაცემულ ამანათებზე.
Delivo-ის სამუშაო საათებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ Delivo-ს ნომერზე: 0 (32) 5 00 00 10
სხვა კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით კამექსის ცხელ ხაზზე: (032) 2 444 888 -
რამდენი ხანი ინახება ამერიკის საწყობში გაურკვევლის სტატუსით შესული ამანათი?
ამერიკის საწყობში გაურკვევლის სტატუსით შესული ამანათი ინახება 45 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ამანათი ნადგურდება.
-
რა უნდა ვიცოდეთ დრონის ტრანსპორტირების შემთხვევაში?
კამექსის მომსახურებით შესაძლებელია დრონის ან მისი ნაწილების ტრანსპორტირება. თუმცა განბაჟების შემთხვევაში, დეკლარაციის მომზადება და გატანა მოხდება ლასარეს სატვირთო ტერმინალიდან. აუცილებელია, მომხმარებელმა წინასწარ შეგვატყობინოს აღნიშნული ნივთის ტრანსპორტირების შესახებ.
-
როგორია კამექსის მუშაობის პრინციპი?
რეგისტრაცია და პირადი ოთახის გახსნა
ჩვენს საიტზე რეგისტრირებულ ყველა მომხმარებელს ავტომატურად ენიჭება უნიკალური ნომერი, რომელიც აისახება მის პირად ოთახში. კამექსის ნებისმიერ მომხმარებელს აქვს საშუალება ნახოს მისი TAX FREE (ამერიკაში შეძენისას დღგ-სგან განთავისუფლებული) მისამართი და პირადი ოთახის უნიკალური კოდი რეგისტრაციის გავლის შემდეგ.ინტერნეტ მაღაზიაში ნივთის შეძენა
ინტერნეტ მაღაზიაში შეკვეთისას მისამართის ველში უთითებთ თქვენს პირად ოთახში მითითებულ მისამართს და უნიკალურ ოთახის ნომერს. მას შემდეგ რაც მაღაზია დაადასტურებს თქვენს შეკვეთას იგი ამანათს გააგზავნის მითითებულ მისამართზე.შეძენილი ნივთების დეკლარირება
ონლაინ შესყიდვის განხორციელების შემდდეგ, ონლაინ მაღაზიისგან ავტომატურად მოგდით შეტყობინება ელექტორნულ ფოსტაზე, სადაც მითითებულია ნივთის ტრანსპორტირების კოდი (tracking code). ამ კოდის საშუალებით შესაძლებელია ამანათის ადგილმდებარეობის დადგენა ჩვენს საწყობში მისვლამდე და ასევე მისვლის შემდეგ. მიღებული თრექინგ კოდი აუცილებლად შეიყვანეთ ჩვენს სისტემაში და შეავსეთ დეკლარაციის ფორმის სხვა ველები. იმ შემთხვევაში თუ მაღაზიამ წინასწარ არ გამოაგზავნა თრექინგ კოდი ამანათი თქვენს ოთახში აისახება ამერიკის საწყობში მისვლისას. ამ შემთხვევაშიც აუცილებლად გახსენით დეკლარირების ფორმა და შეავსეთ საჭირო ინფორმაცია შეძენილი ნივთის შესახებ (დაადეკლარირეთ ნივთი).ამანათის დეკლარირება აუცილებელია საბაჟო პროცედურების შეუფერხებლად გასავლელად.
გერმანიაში, ონლაინ შესყიდვის განხორციელების შემდეგ, მომხმარებელი ვალდებულია განახორციელოს დეკლარირება მის პირად ოთახში მითითებული ყველა პარამეტრის შესაბამისად. ასევე სავალდებულოა, ატვირთული იყოს ნივთის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (proof of payment). ამანათები დეკლარაციის და შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტისგარეშე არ გამოიგზავნება.
საწყობის მუშაობის პრინციპი
მას შემდეგ რაც საფოსტო კურიერი ჩააბარებს ნივთს საწყობს, იგი აუცილებლად აისახება თქვენ პირად ოთახში. ტრანსპორტირების ღირებულება დაანგარიშდება მოცულობითი და რეალური წონების შედარების შედეგად (ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შემთხვევაში ფასი დაანგარიშდება მხოლოდ რეალური წონით.)
შემსრულებელს უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ შეამციროს ამანათი ზომაში ან გადაფუთოს ამანათი. ამანათის ზომაში შემცირება/გადაფუთვა გულისხმობს ნივთების ყუთის დაპატარავებას მაქსიმალურად ან სხვა ყუთში გადადებას. ამასთან ზომაში შემცირება/გადაფუთვას არ ექვემდებარება ამანათი რომელშიც მოთავსებულია: ჭურჭელი, მინის (შუშის), ფაიფურის ნაწარმი, ტელევიზორი, მონიტორი. თუ, მომხმარებელს არ სურს ამანათის შემცირება/გადაფუთვა ან სურს ისეთი ამანათის შემცირება/გადაფუთვა, რომელიც წინამდებრე პუნქტის თანახმად არ ექვემდებარება შემცირება/გადაფუთვას, მომხმარებელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ ამანათის გამოწერამდე წინასწარ აცნობოს შემსრულებელს. ასეთ შემთხვევაში, ყოველი შემთხვევა განხილული იქნება ინდივიდუალურად, მიღებული გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება მხარეთა შეთახმებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ორივე მხარეს უფლება აქვს უარი თქვას კონკრეტული მომსახურების გაწევაზე.“
საბაჟო პროცედურები
საქართველოში ჩამოსული ტვირთი ექვემდებარება საბაჟო კონტროლს. თქვენ მიერ დეკლარირებული ინფორმაცია მუშავდება საბაჟოზე, ამიტომ აუცილებელია ამ ინფორმაციის დროული და კორექტული მითითება, რათა არ მოხდეს ამანათის შეფერხება.დაუდეკლარირებელი ამანათები როგორც წესი ჩერდება საბაჟოზე დამატებითი ინფორმაციის დადგენის მიზნით, რაც ართულებს და ახანგრძლივებს ამანათის მომხმარებლამდე მიტანის პროცესს.
ამანათის მიწოდება კლიენტისთვის
საბაჟო პროცედურების გავლის შემდეგ ტვირთი იგზავნება კამექსის ოფისებში, საიდანაც ხდება კლიენტებისთვის გადაცემა ან საკურიერო სერვისის საშუალებით კლიენტის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნა. -
რა არის Camex-ის უპირატესობა
- ტრანსპორტირების ყველაზე დაბალი და მოქნილი ტარიფი
- კვირაში 2 რეისი
- აქციები, რომელიც ტარიფს კიდევ უფრო ამცირებს
- TAX FREE მისამართი აშშ-ში, არავითარი ზედმეტი ბეგარა ტექნიკასა და სხვა ნაწარმზე
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მხოლოდ ფიზიკური წონით, ნებისმიერ შეფუთვაში
- ამერიკული ბარათით და ამერიკული Paypal-ით მომსახურება, eBay
- საბაჟო დეკლარაციის მომზადება
- კონსულტაციები გამოწერაზე, დახმარება მაღაზიებთან ურთიერთობისას.
- ყოველდღიურად განახლებული ინფორმაცია ინტერნეტ მაღაზიებში მიმდინარე აქციებსა და ფასდაკლებებზე
- საკურიერო მომსახურება თბილისის მასშტაბით
- ფილიალები ბათუმსა და ქუთაისში
- ანგარიშსწორების სხვადასხვა მეთოდი
(პირობებს დეტალურად გაეცანით აქ )
-
როგორ ხდება ამანათის წონის გამოთვლა
ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათის საერთო წონის მიხედვით, მისი რეალური და მოცულობითი წონის გათვალისწინებით. თუ მოცულობითი წონა აჭარბებს რეალურს, მაშინ ტრანსპორტირების გადასახადი დაითვლება მოცულობითი წონის მიხედვით, ხოლო თუ ფიზიკური წონა აჭარბებს მოცულობითს მაშინ ტრანსპორტირების ღირებულება დაითვლება ფიზიკური წონის მიხედვით.
-
რა არის მოცულობითი წონა და როგორ ხდება მისი გამოთვლა
მოცულობითი წონის დაანგარიშება აუცილებლად ხდება ტვირთის ავიაგადაზიდვის შემთხვევაში.
თუ თქვენი ამანათაი იგზავნება ამერიკიდან ან თურექეთიდან: ჩანთები, სათამაშოები, ავტომობილის ნაწილები, პარფიუმერია, ელექტორნიკა და სხვა სახის ამანათები და მათი მოცულობითი წონა არ აღემატება 10კგ-ს, დაითვლება ფიზიკური წონით. ხოლო თუ მათი მოცულობა აღემატება 10კგ-ს, დაითველბა შემდეგი ფორმულით:
მოცულობითი წონის დაანაგარიშება ხდება შემდეგი ფორმულით:- სანტიმეტრებით გაზომვის შემთხვევაში: მოცულობითი წონა = სიგრძეX სიგანე X სიმაღლე / 6000
- ინჩების შემთხვევაში მოცულობითი წონა = სიგრძე X სიგანე X სიმაღლე / 366
ამანათების ტრანსპორტირების წონისა და ღირებულების დასადგენად შეგიძლიათ გამოიყენოთ კალკულატორი
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ითვლება მხოლოდ რეალური წონით.
ამანათები გერმანიიდან და ინგლისიდან ითვლება მოცულობითი წონით !! ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მხოლოდ რეალური წონით !
-
რა უნდა დავიცვათ ნივთის ონლაინ შეძენისას
ამანათის შეძენისას ყოველთვის უნდა ერთვოდეს ყველა ის პარამეტრი, რომელიც მოცემულია თქვენ პირად ოთახში. თუ ამანათს მომხმარებლის/მაღაზიის მიერ არ აქვს დართული სწორი პარამეტრები, არ ემთხვევა ან აკლია პირადი ოთახის ნომერი, სახელი და გვარი, შეცდომით არის მოწოდებული თრექინგი - კომპანია პასუხს არ აგებს ასეთი ამანათის დროულად მიწოდებასა და მომხმარებლისთვის გადაცემაზე. პროცედურა გახანგრძლივდება გაურკვეველი ვადით პროდუქციის სრულ იდენტიფიკაციამდე ინვოისისა და ამანათის შემადგენლობის საფუძველზე.
-
რისი ტრანსპორტირება არ შეიძლება ამერიკიდან?
აშშ-ს საექსპორტო კანონმდებლობის გათვალისწინებით შეზღუდულია ნებისმიერი სახის ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ნაწილის და/ან აქსესუარის, ოპტიკური ლაზერული სამიზნეების, ოპტიკური ბინოკლისა და საბრძოლო დანიშნულების მასალის ტრანსპორტირება. (აღნიშნული სახის პროდუქცია ნადგურდება საწყობში მიღებისთანავე ან გადაეცემა სპეციალურ სამსახურს). ამანათები არ გადაიგზავნება სხვა მისამართზე და არ მოხდება მათი გამყიდველთან გაბრუნება
ტრანსპორტირებისთვის აკრძალული ნივთების სიაში შედის:
- ცეცხლსასროლი იარაღი
- პნევმატური იარაღი (გარდა 4.5მმ კალიბრისა ბალონების გარეშე)
- არბალეტი/მშვილდ-ისარი
- ოპტიკური ლაზერული სამიზნე
- ოპტიკური სამიზნე
- საბრძოლო დანიშნულების, ფეთქებადი მასალა
- შხამ-ქიმიკატები
- სპრეი ან რაიმე სახის დატუმბული ბალონი
- ნარკოტიკული ნივთიერებები (ე.წ. ბიო არომატიზატორები)
- ფსიქოტროპული საშუალებები
- ფული
- ჟურნალები და კატალოგები
- ცხოველები და ფრინველები ან მათი ფიტულები
- ნებისმიერი სახის მცენარის თესლი, ან მცენარე, ნერგი და ხე
აალებადი და ფეთქებადსაშიში ნივთიერებების ან სითხის შემცველი პროდუქცია
- სპირტი
- მანქანის ზეთი და დატუმბული ბალონები/სპრეი
- ავტომობილის უსაფრთხოების ბალიშები
- ამორტიზატორები
- მანქანის აკუმულატორი
- საღებავები
ჩვენი კომპანიის სპეციალისტებთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძინოთ სითხისა და ზეთის შემცველი დანადგარები.
დაშვებულია: (სხვა ჩვეულებრივ ნაწარმთან ერთად) - მცირე რაოდენობით საკვები პროდუქტის, 4 ლიტრამდე ალკოჰოლური სასმელის , 10 კოლოფამდე არაფსიქოტროპული, ურეცეპტო მედიკამენტისა და 250 გრამამდე თამბაქოს ნაწარმის შეძენა.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ აკრძალვებს ქვეყნების მიხედვით, ვინაიდან ამანათის უკან დაბრუნება ან გადამისამართება არის ფასიანი. დეტალებისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს.
-
რისი ტრანსპორტირება არ შეიძლება გერმანიიდან ?
პროდუქცია, რომლის ტრანსპორტირება გერმანიიდან საქართველოში შეზღუდულია:
- ბიო არომატიზატორები.
- საღებავი.
- ალკოჰოლური სასმელები.
- საკვები პროდუქცია.
- ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია.
- პორნოგრაფიული სახის პროდუქცია.
- ცხოველები, მცენარეები, თევზები. ჩიტები, მღრღნელები და ა.შ.
- ტოქსიკური ნივთიერებები.
- ფსიქოტროპული საშუალებები
- ცეცხლსასროლი იარაღები,ნაწილები ან იარაღის აქსესუარები.
- თუთუნი,ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები,ან მათი თესლი.
- ცხოველების ფიტულები,ძვლები,ბეწვი,სპილოს ძვალი და ა.შ.
- რეალური ფული-მონეტები ან ბანკნოტები.
- სუნამო, დეოდორანტი, სპრეი
- ჟურნალები და კატალოგები.
- ელექტრო ბატარიები და აკუმულიატორები.
- ალკოჰოლი
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ აკრძალვებს ქვეყნების მიხედვით, ვინაიდან ამანათის უკან დაბრუნება ან გადამისამართება არის ფასიანი. დეტალებისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს.
-
რა პროცესს გადის ამანათი მაღაზიიდან საწყობში ჩაბარებამდე
ნივთის შეძენიდამ რამოდენიმე საათის ან დღის განმავლობაში ონლაინ მაღაზია პროდუქციას აგზავნის მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე ადგილობრივი საფოსტო კურიერების დახმარებით. ტრანსპორტირების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მაღაზიის გზავნის პირობებზე და ადგილმდებარეობაზე. ამერიკის ფარგლებში მაღაზიიდან ჩვენს საწყობამდე ამანათი მიდის 1-7 დღის განმავლობაში. სხვა ქვეყანაში შეძენის შემთხვევაში 1-2 კვირიდან (ევროპა) 1 თვემდე (ჩინეთი). შესაძლოა ნივთის მიტანა გაახანგრძლივოს მოულოდნელად გაუარესებულმა კლიმატურმა პირობებმა ან ტექნიკურმა შეფერხებებმა მაღაზიასა და ფოსტებში.
კამექსი პასუხს არ აგებს ნივთის ამანათის საწყობში ჩაბარებამდე. საწყობში მიღებიდან 12-36 საათის განმავლობაში ამანათი აისახება თქვენ პირად ოთახში და გამოიგზავნება უახლოესი რეისით.
-
რა არის ამანათის შიდა ტრანსპორტირება
ყველა ინტერნეტ მაღაზიას აქვს კონკრეტულ ფოსტასთან გაფორმებული ხელშეკრულება პროდუქციის მიწოდებაზე. მიტანის ფასი დგინდება და რეგულირდება მაღაზიასა და ფოსტას შორის გაფორმებული კონტრაქტის პირობებით. უმეტეს შემთხვევაში ადგილობრივი გზავნა 4-7$ ფარგლებში მერყეობს, თუმცა შეიძლება იყოს უფრო ნაკლები ან სულაც უფასო. ადგილობრივი ტრანსპორტირება ასევე რეგულირდება მიმდინარე აქციების საშუალებით. მაღაზიიდან ჩვენ საწყობამდე მიტანის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მდებარეობასა და არჩეული მიწოდების სერვისის ფორმაზე. კონკრეტულ ინფორმაციას გაეცანით ინტერნეტ მაღაზიის გზავნის პირობებსა და FAQ (ხდკ) ან Customer Service განყოფილებაში.
-
როგორ შევცვალოთ პირადი მონაცემები სისტემაში?
რეგისტრაციისას, როგორც ანკეტის ქვემოთ მოცემულ პირობებში ეცნობით და ეთანხმებით, აუცილებელია დაცული იყოს პირადი ინფორმაციის სიზუსტე აღრიცხვის, ტრანსპორტირებისა და მიწოდების სერვისების ეფექტურად და შეუფერხებლად განსახორციელებლად. თუ გსურთ შეცვალოთ მისამართი, აუცილებლად შეასრულეთ ეს მოქმედება მორიგი რეისის ჩამოსვლამდე.
პირადი მონაცემების რედაქტირება შესაძლებელია პროფილის გვერდის, მარცხენა ზედა კუთხეში მდებარე "პროფილის რედაქტირება" ღილაკზე დაჭერით.
-
როგორია შეერთებული შტატებიდან/გერმანიიდან/ბრიტანეთიდან ამანათების ტრანსპორტირების განრიგი
ამერიკიდან საქართველოში ტვირთი იგზავნება კვირაში ორჯერ: სამშაბათს და პარასკევს.
- ორშაბათს და სამშაბათს შესული ამანათები აშშ-დან იგზავნება სამშაბათს
- ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს შესული ამანათები აშშ-დან იგზავნება პარასკევს.
ამერიკის საწყობი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ტრანსპორტირების ხანგრძლივობა შეადგენს 4-7 დღეს. გაუთვალისწინებელ შემთხვევებში (როგორიცაა ავია შეფერხებები ტექნიკური, გადატვირთვის ან ამინდის მიზეზებით) გზავნილის ჩამოსვლა გვიანდება რამდენიმე სამუშაო დღით.
გერმანიიდან საქართველოში ტვირთი იგზავნება კვირაში ერთხელ: პარასკევს.
ბრიტანეთიდან საქართველოში ტვირთი იგზავნება კვირაში ერთხელ: ოთხშაბათს.
-
რატომ არის აუცილებელი ამანათის ინფორმაციის შევსება პირად ოთახში
საქართველოში შემოსული ყველა ამანათი ექვემდებარება საბაჟო კონტროლს. შეფერხების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ამანათების შესახებ ზუსტი ინფორმაციის განთავსება (დეკლარირება) მომხმარებლის პირად ოთახში. ამანათის დეკლარირება აუცილებელია ტვირთის ამერიკის საწყობში მიღებისთანავე, პირად ოთახში არსებული დეკლარაციის ფორმაში მოთხოვნილი მონაცემების მიხედვით.
ამანათის დეკლარირება შესაძლებელია მას შემდეგ რაც ინტერნეტ მაღაზია თქვენ შენაძენს მიანიჭებს სპეციალურ, ტრანსპორტირების თრექინგ კოდს.
თუ მომხმარებელი წინასწარ განახორციელებს ნივთის დეკლარირებას გამომგზავნის მიერ თრექინგ კოდის მინიჭებისთანავე, ამით იგი ხელს შეუწყობს ამანათის იდენტიფიცირებას საწყობში შესვლისთანავე. ამ გზით თავიდან იქნება აცილებული ნებისმიერი სახის შეფერხება და გაურკვევლობა.
თუ მომხმარებელს წინასწარ არ აქვს თრექინგის ნომერი, მონაცემები პირად ოთახში ასახული უნდა იყოს ამანათის საწყობში მიღებისა და ჩვენი კომპანიის მიერ თრექინგის მინიჭების შემდეგ. ტვირთის თბილისში ჩამოსვლამდე. მონაცემების სიზუსტე და გამართულობა განაპირობებს სერვისის შეუფერხებლად განხორციელებას.
აგრეთვე გაითვალისწინეთ, მომხმარებელი უნდა იყოს რეგისტრირებული მხოლოდ ერთხელ, საკუთარი პირადი ნომრის მითითებით.
-
როგორ აღინიშნება სასურველი გაცემის პუნქტი პირად ოთახში
- გაცემის პუნქტის მითითება შეგიძლიათ პირადი ოთახიდან ამერიკის საწყობში ამანათის შესვლიდან საქართველოში ჩამოსვლამდე.
- თუ გსურთ ამანათი პერმანენტულად გაიტანოთ კონკრეტული ოფისიდან, შეცვალეთ გაცემის პუნქტი პარამეტრებიდან, "პროფილის რედაქტირება", მისამართის ანკეტაში.
- თუ ამანათი არის გზაში და ამ დროს მონაცემებში არ არის აღნიშნული გაცემის პუნქტი, ამანათი ავტომატურად გაიგზავნება საბურთალოს ფილიალში.
-
რა უნდა ვიცოდეთ განბაჟებაზე
ამანათი (ან ამანათები) ექვემდებარება განბაჟებას თუ
- ერთ მაღაზიაში შეძენილი ნივთის ღირებულება, (ერთეულის ან ჯამურად) სცდება 300 ლარს
- ან გზავნილში მოთავსებულია 3 ან მეტი ერთგვაროვანი ნივთი
- ან ამანათის საერთო წონა აღემატება 30 კგ-ს.
300 ლარს ზემოთ განბაჟების დაანგარიშებისას ნივთ(ებ)ის ფასთან ერთად თანხაში შედის ნებისმიერი სახის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯი, რასაც ემატება 18% დღგ. განბაჟების დაანგარიშება ხდება ამანათის საბაჟოზე შემოსვლის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად. თუ თქვენი ამანათები არის ერთ რეისზე და ერთი მაღაზიიდან, მათი ფასი დაჯამდება და თუ 300 ლარს ასცდება, მოუწევს განბაჟება.
განსაბაჟებელ ამანათებზე ემატება დამატებითი, გაფორმების საფასური.300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე - 20 ლარი;3 000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე - 100 ლარი;10 000 ლარზე მეტი ღირებულების საფასურზე - 300 ლარი.საბაჟო მომსახურების საფასური ეხებათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საბაჟო ითხოვს ამ საფასურის წინასწარ გადახდას, კოდზე 707017021.თუ თქვენი ამანათის ღირებულება აღემატება 300 ლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი განსაბაჟებელია, გთხოვთ ჩარიცხოთ შესაბამისი თანხა აღნიშნულ კოდზე და გადახდის ქვითარი ატვირთეთ თქვენს პირად კაბინეტში ან გამოგვიგზავნეთ მეილზე. გადახდის დამადასტურებელი საბუთის გარეშე ვერ მოხდება დეკლარაციის დაბეჭდვა და არ გაიცემა ამანათები.კამექსის მომხმარებელს მზა დეკლარაცია გადაეცემა კუთვნილ ამანათთან ერთად.
ბაჟის გადახდა ხორციელდება დეკლარაციის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ნებისმიერ ბანკში. თუმცა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ახალი რეგულაციის მიხედვით, წითელ დერეფანში მოხვედრილი განსაბაჟებელი ამანათების გარკვეული რაოდენობა გაიცემა მხოლოდ დღგ-ს გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ. ამანათების აღნიშნულ ჯგუფში მოხვედრას განსაზღვრავს საბაჟო შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, დეკლარაციის დაბეჭდვის დროს.
ყველა ის პირი რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ვალდებულია აიღოს ერთჯერადი საგადასახადო კოდი შემოსავლების სამსახურიდან რის საფუძველზეც დაიბეჭდება დეკლარაცია. არა მოქალაქე პირი ვალდებულია დაფაროს დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) წინასწარ და წარადგინოს საგადახდო ქვითარი, რომელშიც აუცილებლად იქნება მითითებული გადამხდელის კოდი და ბანკის ბეჭედი. კომპანიას არ აქვს უფლება გასცეს განსაბაჟებელი ამანათები, თუ ეს პროცესი არ არის დასრულებული.დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებმა უნდა წარადგინონ მათი ერჯერადი საგადასახადო კოდი და დიპლომატიური ბარათი, ინვოისთან ერთად. ამ საბუთების საფუძველზე ისინი გათავისუფლებულნი იქნებიან დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ).გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ამანათები რომლებიც ექვემდებარება განბაჟებას, არ გადაეცამა საკურიერო კომპანიას, მანამ სანამ დეკლარაციის საბუთები არ იქნება მზად და ხელმოწერილი მომხმარებლის მიერ.გთხვოვთ გაითვალისწინოთ რომ განსაბაჟებელი ამანათები არ გაიცემა მესამე პირზე, თუ მომხმარებელი არ წარადგენს მინდობილობას, რომელიც დამოწმებულია სანოტარო ბიუროსგან.ასევე გაითვალისწინეთ: სხვა ქვეყნიდან ნაწარმის შეძენისას ამერიკაში შეტანილი 200$-ზე მეტი ღირებულების ამანათი ექვემდებარება აშშ-ში განბაჟებას.
გერმანიაში შესული ყველა ნივთი არა ევრო-კავშირის ქვეყნიდან, რომლის ფასიც აღემატება 22 ევროს, ასევე ექვემდებარება განბაჟებას.
ჩვენ უზრუნველვყოფთ მომხმარებლის სახელით ანგარიშსწორების განხორციელებას ისეთ პროდუქციაზე, რომელიც გერმანიაში შეტანილია უცხო ქვეყნიდან და ექვემდებარება განბაჟებას.
სერვისი ფასიანია და შეადგენს + 29%-ს მთლიანი გზავნილი თანხის გადასახადს + 10 ევრო მომსახურების ( გერმანია ).
-
როგორია ამანათის გაცემის პირობები?
ამანათი ჩაბარდება უშუალოდ მომხმარებელს (პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენა სავალდებულოა).
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სურს ამანათი გაიტანოს სხვა პირმა, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს კომპანიას ელ-ფოსტაზე info@camex.ge გზავნილის თრექინგისა და გზავნილის მიმღების პირადი მონაცემების მითითებით იმ მეილიდან, რომლითაც მომხმარებელი რეგისტრირებულია ჩვენ სისტემაში. ასევე, დასაშვებია ამანათის გატანა მინდობილობის წარდგენის საფუძველზე. სხვა შემთხვევაში ამანათის გაცემა სხვა პიროვნებაზე არ მოხდება.
გაითვალისწინეთ, რომ უსაფრთხოების საჭიროებებიდან გამომდინარე მომხმარებლის ელ. ფოსტა რჩება უცვლელი. სხვა ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება შესაძლებელია.
-
რა შემთხვევაში მოხდება ამანათის საფასურის ანაზღაურება
თუ თქვენ მიერ მართებულად შეძენილი პროდუქცია მისულია კამექსის საერთაშორისო საწყობში, აქვს მიმღების ხელმოწერა და 1 თვის განმავლობაში არ აისახა თქვენ ოთახში, ამოქმედდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების შესაბამისი პირობები.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ ტვირთზე, რომელიც დაზიანებულ მდგომარეობაში ჩაბარდა საწყობს ან არ შეესაბამება ინვოისში მითითებულ ინფორმაციას. ასეთ შემთხვევაში კამექსის საერთაშორისო საწყობს უფლება აქვს არ ჩაიბაროს აღნიშნული ნივთი და ამის შესახებ აცნობოს მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე ან დაუკავშირდეს ტელეფონით.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი ისეთ ამანათზე, რომელსაც არ აღენიშნება შეფუთვის გარეგნული ზიანი, რაც შემოწმებულ უნდა იქნას ადგილზე ამანათის ოფისიდან გატანამდე ან საკურიერო მომსახურებისას კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით.
კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის ხარისხსა და რაობაზე, მაღაზიისგან არასათანადოდ შეფუთული ნივთების მდგომარეობაზე. შიდა საფოსტო კურიერების მიერ მცდარ მისამართზე ჩაბარებულ, ხელმოუწერელ ამანათებზე. კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის ტვირთის დაზიანებაზე, თუ პროდუქცია შეძენილია კერძო პირისგან, ebay ან სხვა ტიპის აუქციონზე, ასევე ჩამოწერილი, შეკეთებული ან მეორადი მოხმარების ნივთებზე. მომხმარებელი ვალდებულია მოგვაწოდოს წინასწარ ინფორმაცია ტვირთთან დაკავშირებით, თუ ის შეიცავს სითხეს,ზეთს ან ადვილად მსხვრევად ელემენტებს.
ასევე, კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის თუ ტვირთის დაკავება, კონფისკაცია, დაყადაღება, მოხდება საბაჟო სამსახურების ან/და ნებისმიერი სახელმწიფო სამსახურების მიერ ტვირთის შემცველობის ან/და მომხმარებლის მიერ არასწორად დეკლარირებული დოკუმენტების, განბაჟების საფასურის გადაუხდელობის გამო.
კომპანიის ბრალით ტვირთის დაკარგვის ან/და დაზიანების შემთხვევაში ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება პროდუქციის ღირებულებით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია მითითებული და არ აღემატება მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითითებულ თანხას.
გზავნილს, რომელიც არ იქნება გატანილი შემსრულებლის ოფისიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში, კომპანია განკარგავს თავისი შეხედულებისამებრ.
-
რა უნდა ვიცოდეთ ამერიკის სახელმწიფო ფოსტაზე USPS
ყველაზე ხშირად აშშ ონლაინ მაღაზიები თანამშრომლობენ USPS საფოსტო სერვისთან დაბალი ტარიფის გამო. თუმცა აღსანიშნავია, რომ USPS ფოსტა საკმაო ხარვეზებით მუშაობს. მნიშვნელოვანი ინფომრაცია, რაც უნდა ვიცოდეთ ამ ფოსტის შესახებ არის ის, რომ ამანათები დანიშნულების ადგილას არ მიაქვთ შაბათს, მხოლოდ ხორციელდება მათ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია და რეალურად ჩაბარების დღე არის ორშაბათი. ამის გამო შაბათ დღეს მინიჭებულ სტატუსს მიტანილია („delivered“) მომხმარებელი შეჰყავს შეცდომაში.
თუ მნიშვნელოვან ნივთს იძენთ და არის საფოსტო კურიერების არჩევანის შესაძლებლობა, მიუთითეთ UPS, DHL ან FedEx (თუმცა ხშირად FedEx საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მისატანად ამანათებს გადაცემს ლოკალურ USPS პუნქტს). ბოლო პერიოდში "Delivered" მიტანილად აღნიშნული ამანათები რეალურად მიაქვთ 1-2 დღის დაგვიანებითაც.