მთავარი სიახლეები GLOVO უკვე CAMEX პარტნიორია!!!

GLOVO უკვე CAMEX პარტნიორია!!!

16.12.2019
მოძებნეთ კამექსი გლოვოს მენიუში და შეუკვეთეთ საკურიერო სერვისი.
მომსახურების ტარიფი - 5.5 ლარი
განსაკუთრებული პირობები:
  • გლოვოს მენიუში შესვლისას, თქვენ გამოგიჩნდებათ კამექსის 3 ოფისის არჩევის ოფცია. გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ამანათის ადგილმდებარეობის ოფისი.
  • თუ მომხმარებლის მხრიდან არასწორად მოხდა ოფისის არჩევა და გლოვოს კურიერი ვერ მოახერხებს ამანათის აღებას, შეკვეთა გაუქმდება და მომხმარებელს თანხა არ დაუბრუნდება.  გაუქმებული  შეკვეთის ღირებულება 4.5 ლარი. შეკვეთის განხორციელება უნდა მოხდეს ხელახლა, ზუსტი ოფისის მითითებით. 
  • გთხოვთ, "ალერგიების" ველში ჩაწეროთ თქვენი პირადი ოთახის ნომერი (С ან B ნომერი)  და დატოვოთ დამატებითი კომენტარი ამანათის ზომის და წონის შესახებ. 
  • იმ ამანათების ტრანსპორტირება, რომლის მოცულობითი ან ფიზიკური წონა აღემატება  8 კგ-ს, განხორციელდება გლოვოს ავტომობილით. 
  • გაითვალისწინეთ, რომ საკურიერო სერვისი არ განხორციელდება, თუ
                1.  ტრანსპორტირების ღირებულება არ არის გადახდილი.
                2.  ამანათი განსაბაჟებელია და საჭიროებს საბაჟო დეკლარაციას.
                3. მიეკუთვნება მსხვრევად კატეგორიას
  • კამექსი პასუხს არ აგებს ამანათის მდგომარეობაზე, რომელიც არ არის გახსნილი და შემოწმებული ოფისში მომხმარებლის მიერ. 
 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით კამექსის ქოლ ცენტრს ნომერზე  0322 444 888