მთავარი სიახლეები მნიშვნელოვანი ინფორმაცია USPS-ის ფოსტის შესახებ

მნიშვნელოვანი ინფორმაცია USPS-ის ფოსტის შესახებ

07.09.2018

დაბალი ტარიფის გამო აშშ-ის ონლაინ მაღაზიები ყველაზე ხშირად თანამშრომლობას არჩევენ USPS-ის საფოსტო სერვისთან. თავის მხრივ USPS-ის მუშაობას თან ახლავს არაერთი ხარვეზი. კერძოდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც USPS გზავნილის ჩაბარების აქტზე ელექტრონულად ადებს ჩვენი კომპანიის თანამშრომლის წინასწარ დას კანერებულ ხელმოწერას, სინამდვილეში კი ამანათი ან არასწორ მისამართზე იგზავნება ან საერთოდ არ არის გასული საფოსტო სერვისის საწყობიდან.

მსგავსი შემთხვევების გამოცდილებით, კამექსი პასუხს არ აგებს USPS-ის მიერ დაკარგულ ან შეცდომით სხვა მისამართზე ჩაბარებულ გზავნილებზე. 

სწორედ ამიტომ, გთხოვთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ნივთის შეძენისას და საფოსტო კურიერების არჩევანის არსებობისას, უპირატესობა მიანიჭოთ UPS, DHL ან FedEx . 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ და სხვა საკითხების შესახებ თქვენს ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გავცეთ.