სისტემაში შესვლა

შეიყვანეთ ელფოსტა და პაროლი

დაგავიწყდა პაროლი?


რეგისტრაცია

რეკლამა

სიახლის დაფა

2017-01-12
01.06.17 ამერიკის რეისი
ამანათები ჩამოვიდა. დამატებით მიიღებთ SMS შეტყობინებას დღის განმავლობაში. თუ შეიძლება მობრ…
სრულად
2017-01-10
01.04.16 ამერიკის რეისი
ამანათები ჩამოვიდა. დამატებით მიიღებთ SMS შეტყობინებას დღის განმავლობაში. თუ შეიძლება მობრ…
სრულად
2017-01-04
12.30.16 ამერიკის რეისი
ამანათები ჩამოვიდა. დამატებით მიიღებთ SMS შეტყობინებას დღის განმავლობაში. თუ შეიძლება მობრ…
სრულად
2017-01-03
12.28.16 ამერიკის რეისი
ამანათები ჩამოვიდა. დამატებით მიიღებთ SMS შეტყობინებას დღის განმავლობაში. თუ შეიძლება მობრ…
სრულად
2016-12-28
12.23.16 ამერიკის რეისი
ამანათები ჩამოვიდა. დამატებით მიიღებთ SMS შეტყობინებას დღის განმავლობაში. თუ შეიძლება მობრ…
სრულად

კითხვები



    რა არის Camex-ის პრიორიტეტი?

    1. ტრანსპორტირების ყველაზე დაბალი და მოქნილი ტარიფი [6$-დან]
    2. კვირაში 2 რეისი
    3. აქციები, რომელიც ტარიფს კიდევ უფრო ამცირებს
    4. TAX FREE მისამართი აშშ-ში, არავითარი ზედმეტი ბეგარა ტექნიკასა და სხვა ნაწარმზე.
    5. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მხოლოდ ფიზიკური წონით, ნებისმიერ შეფუთვაში.
    6. ამერიკული ბარათით მომსახურება, eBay/Paypal და სხვა.
    7. საბაჟო დეკლარაციის მომზადება და მიწოდება.
    8. კონსულტაციები გამოწერაზე, დახმარება მაღაზიებთან ურთიერთობაში.
    9. Facebook-ზე ყოველდღიურად განახლებული ინფორმაცია ინტერნეტ მაღაზიებში
           მიმდინარე აქციებსა და ფასდაკლებებზე.
    10. საკურიერო მომსახურება თბილისის მასშტაბით და რეგიონებში არსებული ოფისებისთვის.
    11. მრავალფეროვანი გადახდის საშუალება. ჩარიცხვის არცერთი ფორმის გამოყენებისას მომხმარებელი
          არ იხდის დამატებით საკომისიოს.
    (პირობებს დეტალურად გაეცანით http://camex.ge/services )

     


    რა უნდა ვიცოდეთ განბაჟებაზე?

    განსაბაჟებელია ამანათი (ან ამანათები), როდესაც ერთ მაღაზიაში შეძენილი ნივთის სუფთა ფასი,
    ერთეულის ან ჯამურად, სცდება 300 ლარს. მეგა მარკეტები, ერთიანი გადახდის სისტემით, (amazon, eBay)
    ითვლება ერთ მაღაზიად.  300 ლარს ზემოთ განბაჟების დაანგარიშებისას ნივთ(ებ)ის ფასთან ერთად თანხაში
    შედის ნებისმიერი სახის, შიდა თუ საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯი, რასაც ემატება 18% დღგ.
    დათვლა ხდება ამანათის საბაჟოზე შემოსვლის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით.
    მზა დეკლარაცია გადმოგეცემათ კუთვნილ ამანათთან ერთად (კერძო პირი 5, იურიდიული - 10 ლარი).
    ბაჟის გადახდა ხორციელდება დეკლარაციის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ნებისმიერ ბანკში.
    ასევე გაითვალისწინეთ: სხვა ქვეყნიდან ნაწარმის შეძენისას ამერიკაში
    შეტანილი 200$-ზე მეტი ღირებულების ამანათი ექვემდებარება აშშ-ში განბაჟებას.

     

    რატომ არის აუცილებელი ამანათის ინფორმაციის შევსება პირად ოთახში?

    მონაცემების შეტანა აუცილებელია და უნდა განხორციელდეს ამანათის საწყობში მიღებიდან
    ჩამოსვლამდე. ამ გზით თავიდან იქნება აცილებული შეფერხება და გაურკვევლობა საბაჟოზე,
    იქნებით მეტად დაცული და გარანტირებული, რომ არ მოხდება დაყოვნება.
    მოახდინეთ წინასწარი დეკლარირება, იმისათვის, რომ ამანათი მიღებისას მიებას თქვენს
    პირად ოთახში მითითებული მონაცემების მიხედვით. თუ თრექინგი არ გაქვთ, შეავსეთ 
    დეკლარაციის ფორმა ამანათის საწყობში მიღებისა და კომპანიის მიერ თრექინგის მინიჭების
    შემდეგ, ტვირთის ჩამოსვლამდე.

    მონაცემების სიზუსტე და გამართულობა განაპირობებს სერვისის შეუფერხებლად განხორციელებას,
    SMS შეტყობინების მიღებას გაცემის შესახებ და ა.შ. აგრეთვე გაითვალისწინეთ,  მომხმარებელი
    უნდა იყოს რეგისტრირებული მხოლოდ ერთხელ, საკუთარი პირადი ნომრის მითითებით.


    როგორ აღინიშნება სასურველი გაცემის პუნქტი პირად ოთახში?

    გაცემის პუნქტის მითითება შეგიძლიათ პირადი ოთახიდან, ამერიკის საწყობში ამანათის შესვლიდან
    საქართველოში ჩამოსვლამდე.  თუ თქვენი ამანათის მფლობელისადმი კუთვნილება გასარკვევია
    (არ აწერია ოთახის ნომერი და კომპანიის სახელი) , გარკვევის შემდეგ პირად ოთახში გადატანისას
    მოხვდება იმავე ოფისში, რომელიც მითითებული გაქვთ გაცემის პუნქტად, თუ ამანათი გზაშია და
    საბურთალოს ოფისში - თუ უკვე საქართველოშია.
    (გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად გთხოვთ შეძენისას ყოველთვის მიუთითოთ პირად ოთახში
    მოწოდებული მისამართის მონაცემები სრული სიზუსტით)
    თუ გსურთ ამანათი პერმანენტულად გაიტანოთ კონკრეტული ოფისიდან, შეცვალეთ გაცემის პუნქტი
    პარამეტრებიდან, "პროფილის რედაქტირება", მისამართის ანკეტაში.


    რა უნდა დავიცვათ ნივთის ონლაინ შეძენისას?

    ამანათს შეძენისას ყოველთვის უნდა ერთვოდეს აბსოლუტურად ყველა ის პარამეტრი, რომელიც მოცემულია
    თქვენს პირად ოთახში. თუ რომელიმე მახასიათებელი აკლია, ან სხვისი (არარეგისტრირებული) სახელი
    მიწერილია სხვის ოთახის ნომერთან, მომხმარებლის ამანათის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდება ან
    გახანგრძლივდება გაურკვეველი ვადით.



    რა არის მოცულობითი წონა და როგორ ხდება მისი გამოთვლა?

    მოცულობითი წონა იანგარიშება ავიაგადაზიდვაში და გულისხმობს ნივთის შეფუთვის
    გაბარიტების გამოთვლით ოდენობას.  მოცულობა ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ნივთის
    ფიზიკური წონა ნაკლებია მისი შეფუთვის ზომებზე. ფორმულა კი შემდეგია:
    სიგრძე X სიგანე X სიმაღლე / 366 (ინჩებში გაზომვის შემთხვევაში) ან /6000 (მეტრულ ზომებში).
    იხ. გამომთვლელი: camex.ge/sizecalc
    ჩვენს მიერ გამოყენებული ფორმულა ყველაზე მომგებიანია მომხმარებლისთვის.

    მოცულობითი წონის ახსნა ვიკიპედიაში



    რისი ტრანსპორტირება არ შეიძლება ?


    ცეცხლსასროლი ან პნევმატური (გარდა 4.5მმ კალიბრისა) იარაღი, არბალეტი/მშვილდ-ისარი,
    ოპტიკური ლაზერული სამიზნე, საბრძოლო დანიშნულების, ფეთქებადი მასალა, შხამ-ქიმიკატები და
    ნარკოტიკული ნივთიერებები (ე.წ. ბიო არომატიზატორები), ფული, ცხოველები და მათი ნაწილები,
    აალებადი და ფეთქებადსაშიში სითხეები, სპირტი, ნებისმიერი სახის ზეთი ან შემცველი პროდუქცია,
    წნევის ქვეშ მყოფი სათავსები, ამორტიზატორი, საღებავები.


    რა შემთხვევაში მოხდება ანაზღაურება?

    თუ თქვენს მიერ მართებულად შეძენილი პროდუქცია მისულია ამერიკის საწყობში, აქვს მიმღების 
    ხელმოწერა და 1 თვის განმავლობაში არ აისახა, ამოქმედდება ანაზღაურების შესაბამისი პირობები.
    თუ საძებნ ამანათს არ აქვს დართული სწორი პარამეტრები მყიდველის/მაღაზიის მიერ, არ ემთხვევა 
    ან აკლია პირადი ოთახის ნომერი, სახელი და გვარი, შეცდომით არის მოწოდებული თრექინგი - კომპანია 
    პასუხს არ აგებს ამანათის დროულად მიწოდებასა და მფლობელისათვის გადაცემაზე. პროცედურა 
    გახანგრძლივდება გაურკვეველი ვადით (სრულ იდენტიფიკაციამდე ინვოისითა და შემადგენლობით).

     

    რა არის ამანათის შიდა (შესყიდვის ქვეყნის ფარგლებში) ტრანსპორტირება?

    თითოეულ ინტერნეტ მაღაზიას აქვს კონკრეტულ ფოსტასთან გაფორმებული
    ხელშეკრულება პროდუქციის მიწოდებაზე. მიტანის ფასი დგინდება და რეგულირდება მაღაზიასა
    და ფოსტას შორის გაფორმებული კონტრაქტის პირობებით. უმეტეს შემთხვევაში ადგილობრივი გზავნა
    4-7$ ფარგლებში მერყეობს, თუმცა ხშირად ის ნაკლები ან სულაც უფასოა, ასევე რეგულირდება
    მიმდინარე აქციების საშუალებით. მაღაზიიდან ჩვენს საწყობამდე მიტანის ხანგრძლივობა დამოკიდებულია
    მდებარეობასა და არჩეული მიწოდების სერვისის ფორმაზე. კონკრეტულ ინფორმაციას გაეცანით მაღაზიების
    გზავნის პირობებსა და FAQ (ხდკ) ან Customer Service განყოფილებაში.

     

    რა უნდა ვიცოდეთ ამერიკის სახელმწიფო ფოსტაზე USPS?

    ყველაზე ხშირად მაღაზიებს გადაზიდვის მეთოდებში აქვთ USPS საფოსტო სერვისი, მისი სიიაფის გამო.
    თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ფოსტა საკმაო ხარვეზებით მუშაობს. პირველი, რაც უნდა იცოდეთ, მათ არ მიაქვთ ამანათები
    საწყობში შაბათს, მხოლოდ ატარებენ საკუთარ სისტემაში რეგისტრაციაში, ალაგებენ მანქანაზე და ამზადებენ ორშაბათს
    მისამართზე ჩასაბარებლად. ამის გამო ნივთებს ეწერება აღნიშვნა (delivered) მიტანილია, რაც რეალურად სიმართლეს
    არ შეესაბამება და შეყავს მომხმარებელი შეცდომაში. მათთან საუბარმა არსებითი შედეგი არ გამოიღო, რადგან ითქვა,
    რომ ორგანიზაციის მუშაობის ფორმატს ვერ შეცვლიან. გთხოვთ, თუ მნიშვნელოვან ნივთს იძენთ და არის
    არჩევანი სხვა საფოსტო კურიერებისა, მიუთითეთ UPS , DHL ან FedEx
    (თუმცა ეს უკანასკნელი ხშირად საბოლოო ადგილამდე მისატანად ამანათებს გადაცემს ლოკალურ USPS პუნქტს).
    ბოლო პერიოდში "Delivered" მიტანილად აღნიშნული ამანათები რეალურად მიაქვთ 1-2 დღის დაგვიანებითაც.

     


    როგორ ვისარგებლოთ Camex-ის ამერიკული ბარათით გამოწერის სერვისით?

    სერვისის შესახებ ინფორმაცია მოგეპოვებათ ჩვენი ვებ გვერდის პირობების ჩამონათვალიდან.
    სარგებლობისათვის კი შერჩეული ნივთების ბმულები გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე
    order@camex.ge . გადასახადი დაანგარიშდება და პასუხი დაგიბრუნდებათ მიმდინარე სამუშაო დღის განმავლობაში.
    სურვილის შემთხვევაში მობრძანდებით ჩვენს ვაკის ოფისში თანხით და მოხდება ყიდვა.
    შესყიდვის თანხას ნუ დარიცხავთ თქვენს ბალანსზე, ის მხოლოდ ტრანსპორტირების გადასახდელად გამოიყენება.
    არის ვებ გვერდები, რომლებიც არ იმსახურებენ ნდობას. თუ თქვენს მიერ შერჩეული მაღაზია მოხვდა მსგავს სიაში,
    აუცილებლად შეგატყობინებთ შეძენამდე.

     

    როგორ იგზავნება ამანათები?

    Camex-ი გთავაზობთ ამანათის ზომაში შემცირების სერვისს, რაც გულისხმობს
    ნივთების ყუთის დაპატარავებას მაქსიმალურად (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი).
    ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მხოლოდ ფიზიკური წონით, ნებისმიერ შეფუთვაში.
    სხვა შემთხვევაში თუ მოცულობა გადააჭარბებს ფიზიკურ წონას, დაითვლება მოცულობით. 

    ჩვენ არ ვსარგებლობთ პოლიეთილენის პაკეტებით, რათა:
    1) თავიდან ავიცილოთ ნივთების შესაძლო დაზიანება გადატანისას;
    2) მაქსიმალურად მწყობრ ფორმაში ჩავაბაროთ მომხმარებელს კუთვნილი ამანათი; 

    თუ ამანათი საწყობში მიღებული იქნება ცელოფნის შეფუთვით, გამოიგზავნება იგივენაირად.
    მოცულობითი დაანგარიშების კალკულატორი იხილეთ აქ: გამოთვლა.

     

    როგორ შევცვალოთ პირადი მონაცემები სისტემაში?


    რეგისტრაციისას, როგორც ანკეტის ქვემოთ მოცემულ პირობებში ეცნობით და ეთანხმებით, აუცილებელია დაცული 
    იყოს პირადი ინფორმაციის სიზუსტე აღრიცხვის, ტრანსპორტირებისა და მიწოდების სერვისების ეფექტურად და
    შეუფერხებლად განსახორციელებლად. თუ გსურთ დროებით შეცვალოთ მისამართი (იმყოფებით სხვა ქალაქში), 
    აუცილებლად შეასრულეთ ეს მოქმედება მორიგი რეისის ჩამოსვლამდე.


    ამანათის გაცემის პირობები

    თუ გსურთ თქვენი ამანათ(ებ)ი გაიტანოს ნდობით აღჭურვილმა პიროვნებამ,
    გამოგზავნეთ შეტყობინება ელ-ფოსტაზე info@camex.ge გზავნილის თრექინგ(ებ)ისა და მიმღების პირადი
    მონაცემებით იმ მეილიდან, რომლითაც ხართ რეგისტრირებული ჩვენს სისტემაში.
    გარდა აღნიშნული პირობებისა, ამანათის გადაცემა სხვა პიროვნებისათვის არ მოხდება.
    გაითვალისწინეთ, ცვლადია ნებისმიერი პარამეტრი ელ. ფოსტის გარდა, მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის.


    რა პროცესს გადის ნივთები საწყობისთვის ჩაბარებამდე?

    ონლაინ მაღაზიაში ნივთის შეძენიდან გარკვეული დროის შემდეგ პროდუქცია იგზავნება მითითებულ მისამართზე.
    ამისათვის ამანათი გადაეცემა შიდა საფოსტო კურიერებს. მიტანის დრო დამოკიდებულია მაღაზიის გზავნის პირობებზე,
    ადგილმდებარეობაზე. ამერიკის ფარგლებში მაღაზიიდან ჩვენს საწყობამდე ამანათი მიდის 2-3 დღიდან 5-7 დღემდე.
    სხვა ქვეყანაში შეძენის შემთხვევაში 1-2 კვირიდან (ევროპა) 1 თვემდე (ჩინეთი). შესაძლოა მიტანა გაახანგრძლივოს 
    მოულოდნელად გაუარესებულმა კლიმატურმა პირობებმა ან ტექნიკურმა შეფერხებებმა მაღაზიასა და ფოსტებში.
    კამექსი არ ფლობს ინფორმაციას ამანათის საწყობში მიღებამდე და არ აგებს პასუხს ჩაბარებამდე. მიღებიდან 12-36
    საათის ფარგლებში მართებულად შეძენილი ნივთები აისახება თქვენს პირად ოთახში და გამოიგზავნება უახლოესი რეისით.