ამანათების ტრანსპორტირება შეერთებული შტატებიდან

კამექსი მომხმარებელს სთავაზობს მცირე და დიდ გაბარიატიანი ტვირთების ტრანსპორტირებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში. კომპანია უმარტივებს ადგილობრივ მომხმარებელს შეიძინოს მათთვის სასურველი ნივთები მსოფლიოს ინტერნეტ მაღაზიებში და უზრუნველყოს მისი ტრანსპორტირება ყველაზე სწრაფად, იაფად და უსაფრთხოდ. 

 

მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ  და იურიდიულ პირს, რომელიც გაივლის რეგისტრაციას კომპანიის ვებ–გვერდზე. რეგისტრაცია უფასოა.

 

კორპორატიული მომსახურება

ჩვენ გთავაზობთ მძიმე წონისა და დიდი გაბარიტების ტვირთების სწრაფ და ხარისხიან ავია ტრანსპორტირებას აშშ-დან.

100კგ-დან ღირებულება შეადგენს 1კგ= $4.5

300-500 კგ -  $4.2

500-1000 კგ  - $4

1000 კგ-დან  - $3.8

კორპორატიული კლიენტები სარგებლობენ სპეციალური ტარიფებით. 

მომსახურება ინტერნეტ მაღაზიებში ნივთების შეძენაზე

თუ თქვენ მიერ შერჩეული ონლაინ მაღაზია არ მიიღებს ადგილობრივ პლასტიკურ ბარათს ან გჭირდებათ ჩვენი დახმარება, მზად ვართ გაგიწიოთ პროფესიონალური მომსახურება. აშშ-ს შემთხვევაში თუ შეკვეთა ხორციელდება ვაკის და საბურთალოს ფილიალში ნაღდი ანგარიშსწორებით, მომსახურების საკომისიო 100$-მდე პროდუქციის შეძენის შემთხვევაში არის 5$, ხოლო 100$-ს ზემოთ - პროდუქციის სრული ღირებულების 5%. შეკვეთის მინიმალური ღირებულებაა 50$. თუ გსურთ შეკვეთა გააფორმოთ ონლაინ, უნდა შეავსოთ თქვენ პირად ოთახში განთავსებული ფორმა და შეავსოთ ბალანსი. მომსახურების საკომისიო 50 ლარამდე ნივთების შეძენის შემთხვევაში არის 5 ლარი, 50-დან 300 ლარამდე - 10%, 300 ლარის ზემოთ - 5%

 

სპეციალური შეთავაზება

ჩვენი დახმარებით თქვენ უკვე შეძლებთ შოფინგს ისეთ მაღაზიებში, რომლებიც გადამზიდი კომპანიის მისამართზე არ აგზავნიან ნივთებს. მომსახურების საკომისიო 100$-მდე პროდუქციის შეძენის შემთხვევაში არის პროდუქციის სრული ღირებულების 18%, ხოლო 100$-დან 1500$-მდე - პროდუქციის სრული ღირებულების 16%. სასურველი ნივთის შესაძენად გამოაგზავნეთ პროდუქციის ბმული order@camex.ge-ზე, თანხას კი ჩარიცხავთ ბანკში ჩვენს მიერ მოწოდებული ინვოისის საფუძველზე. გამოიწერეთ კამექსის დახმარებით შემდეგი საიტებიდან: www.nike.com, www.macy's.com, www.converse.com, www.puma.com, www.adidas.com, www.sephora.com, www.abercrombie.com www.michaelkors.com

 

საბაჟო მომსახურება

საქართველოში იმპორტირებული ნებისმიერი ტვირთი ექვემდებარება საბაჟო კონტროლს. კამექსი მომხმარებლების მიერ დეკლარირებული მონაცემების საფუძველზე აწვდის ინფორმაციას საბაჟო სამსახურს, რათა არ მოხდეს ტვირთის უმიზეზო შეფერხება. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად თუ ერთ მაღაზიაში შეძენილი ნივთის ღირებულება აღემატება 300 ლარს, ან გზავნილში მოთავსებულია 3 ან მეტი ერთგვაროვანი ნივთი, ან ამანათის წონა აღემატება 30 კგ-ს სავალდებულოა საბაჟო დეკლარაციის შევსება და საბაჟო მოსაკრებლის გადახდა. იმ შემთხვევაში თუ ამანათი ექვემდებარება განბაჟებას, კამექსი ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტაციას. საბაჟო დეკლარაციის მომზადების ღირებულება არის ფასიანი

 

საკურიერო მომსახურება

საკურიერო მომსახურება სრულდება თბილისში, ამანათების გაცემიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

საკურიერო სერვისი რომ განხორციელდეს სწრაფად და შეუფერხებლად, აუცილებელია  ტრანსპორტირების თანხის გადახდა მოხდეს ამანათის საქართველოში გამოგზავნის პერიოდში და მომხმარებელმა მონიშნოს  საკურიერო მომსახურება მის პირად ოთახში. ამანათის ადრესატისთვის სასურველ ადგილზე მიტანა მოხდება მხოლოდ თბილისის ფარგლებში, პირად ოთახში მითითებულ მისამართზე. რეგიონებში კომერციული ტიპის, დიდგაბარიტიანი ტვირთების მიწოდებასთან დაკავშირებით წინასწარ დაუკავშირდით რეგიონის მენეჯერს.

პირადი ოთახი

კამექსის მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ  და იურიდიულ პირს, რომელიც გაივლის რეგისტრაციას ჩვენს საიტზე და მიიღებს პირადი ოთახის ნომერს. პირადი ოთახის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია

  • აკონტროლოს მის მიერ შეძენილი ნივთის ადგილმდებარეობა
  • მოახდინოს შეძენილი ნივთების დეკლარირება, შეავსოს ბალანსი და გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება. 
  • აირჩიოს ამანათის გაცემის პუნქტი ან საკურიერო მომსახურება

საქართველოში ამანათების გაცემა

ამანათები თბილისის ოფისებში გაიცემა ოთხშაბათს და ხუთშაბათს.
რეგიონებში გზავნა ხორციელდება ხუთშაბათს, შესაბამისად ამანათები გაიცემა ოფისებიდან პარასკევს.

ოფისების მუშაობის გრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ საკონტაქტო მონაცემების გვერდზე.

კამექსი პასუხისმგებლობას არ იღებს ავიარეისების ფორსმაჟორული სიტუაციების ან დღესასწაულებთან დაკავშირებული დაგვიანებების გამო, რაზეც მომხმარებელს წინასწარ ეცნობება კომპანიის ვებ გვერდის ან ელ-ფოსტის საშუალებით.