მთავარი სიახლეები მნიშვნელოვანი ინფორმაცია იურიდიული პირებისათვის

მნიშვნელოვანი ინფორმაცია იურიდიული პირებისათვის

12.01.2018

ნებისმიერ იურიდიულ პირს, ვისაც სურს გერმანიაში პროდუქციის შესყიდვისას განთავისუფლდეს დამატებითი გადასახადისგან, ნივთის შეძენამდე გამყიდველს  უნდა მიაწოდოს საქართველოში დარეგისტრირებული კომპანიის იურიდიული მისამართი საექსპორტო დოკუმენტაციისთვის.  ამავე დროს მიუთითოს, რომ  ტვირთი უნდა გაიგზავნოს გერმანიის კამექსის საწყობის მისამართზე და არა საქართველოში. გამყიდველმა ტვირთს თან უნდა დაურთოს საექსპორტო დოკუმენტაცია ABG (Ausfuhrbegleitdokument mit MRN) და ორიგინალი ინვოისი 3 პირში. გასათვალისწინებელია, რომ გამყიდველი ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით, ვალდებულია მოამზადოს დოკუმენტაცია არარეზიდენტ კომპანიაზე გადასახადების გარეშე.

თუ გამყიდველს არ აქვს საექსპორტო დოკუმენტაციის დამზადების გამოცდილება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ან მოგვწეროთ წერილობით და ჩვენ დაგეხმარებით პრობლემის მოგვარებაში.

გაითვალისწინეთ, რომ საექსპორტო დოკუმენტცია მზადდება სასურველი პროდუქციის შესყიდვამდე და არა შესყიდვის შემდეგ.